სომალის დედაქალაქ მოგადიშოში შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა რამდენიმე ადგილას ააფეთქეს მანქანები და ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს მშვიდობიან მოქალაქეებს.

ამ დროს არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 100 ადამიანი, დაშავებულია – 300. 

მოგადიშოს გადატვირთულ ქუჩებზე ორი აფეთქება შაბათს მოხდასხვადასხვა მედიასაშუალება, მათ შორის Al Jazeera და Reuters ადგილობრივ წყაროებზე დაყრნობით იუწყება, რომ დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც. ერთ-ერთი აფეთქება განათლების სამინისტროს დაქვემდებარებულ შენობაშიც მოხდა, მათ შორის ერთ-ერთი სკოლაა.

სომალის ოფიციალური უწყებები თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ისლამისტურ დაჯგუფება ალ-შაბაბის აკისრებს.