ომბუდსმენის თქმით, უცხო პირების მიერ ბავშვების გაყოლაზე დაყოლიების 5 საქმეს სწავლობს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ინფორმაციის მიხედვით, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უცხო პირები სასწავლო დაწესებულებებთან თუ საჯარო სივრცეებში სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ბავშვებთან ურთიერთობის დამყარებას და მათთან ერთად სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე დაყოლიებას:

„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სახალხო დამცველი უკვე სწავლობს მსგავს ხუთ სავარაუდო შემთხვევას, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ საზოგადოების ინფორმირებას ამ საკითხზე; ამასთან, მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს – განახორციელონ პროაქტიული და კოორდინირებული ქმედებები“ – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველის თქმით, ამ პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ:

ომბუდსმენის განცხადებით, სახალხო დამცველი სავარაუდო შემთხვევებზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას შეისწავლის და თითოეულ შემთხვევაზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან რეაგიარების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს შეაფასებს.

სახალხო დამცველი დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს საჭიროების შემთხვევაში,  24 საათის განმავლობაში მიმართონ საქართველოს სახალხო დამცველს ცხელ ხაზზე – 1481.