ცხინვალში ხანძრის შედეგად დაშავებულებს თბილისში უმკურნალებენ

ცხინვალში ხანძრის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით თბილისში გადმოჰყავთ ჰოსპიტალიზაციისთვის. ინფორმაციას გამოცემა “ეხოკავკაზა” ავრცელებს.

ცხინვალში, კერძო სახლში გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა.

ოსური მედიის ცნობით, დაშავებულები “სამხრეთ ოსეთს ფარგლებს გარეთ” იქნებიან ჰოსპიტალიზებული, თუმცა, სად – არ დაუკონკრეტებიათ.