თიბისის მხარდაჭერით სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება

სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 60-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 20 გუნდი, რომელიც მომდევნო 12 კვირის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე.

შერჩეული სტარტაპები:

პრეაქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ფიზიკური და ონლაინ შეხვედრები), გაგრძელდება 12 კვირას (ოქტომბერიდეკემბერი 2022) და შედგება 7 ძირითადი კომპონენტისგან:

  1. 3 ინტენსიური ბუტკემპი (2 ქალაქგარეთ, 1 თბილისში);
  2. შეხვედრები ინდივიდუალურ მენტორთან (კვირაში 1 დღე, 1 საათი);
  3. ინდივიდუალური ონლაინ მენტორინგი სფეროს ექსპერტებთან;
  4. ნეთვორქინგი – P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები, Stand-up-ები;
  5. სპეციალური შეთავაზებები სტარტაპებს
  6. იმფაქთ ჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა (მოთხოვნის შესაბამისად);
  7. დემო დღე – მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ინვესტორების წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და გაფართოების მიზნით.

წელს პირველად, დემო დღეზე გასულ სტარტაპებს, ექნებათ შესაძლებლობა პროგრამის პარტნიორი Cartooli-სგან მიიღონ საწყისი კაპიტალი (pre-seed); გარდა ამისა, ტექნოლოგიური პროდუქტის განსავითარებლად, ყველა მონაწილე სტარტაპი ისარგებლებს AWS Activate-სა და DigitalOcean Hatch-ის ქლაუდ კრედიტებით (უფასო ღრუბლოვანი მომსახურება) და ექნებათ წვდომა ტრენინგებსა და პრიორიტეტულ მხარდაჭერაზე; სტარტაპებს საშუალება ექნებათ ჩანიშნონ პირისპირ შეხვედრები თემატურ მენტორებთან, ინდუსტრიის ექსპერტებთან და წარმატებული სტარტაპების დამფუძნებლებთან. 

პრე-აქსელერატორში მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია, მომხმარებლის სეგმენტაცია, ფასეული შეთავაზება, მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები, Growth Marketing, MVP – ტექნიკური პროდუქტის შექმნა, ბიზნესმოდელი და ფინანსები, Pitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება.

პროგრამის დასრულების შემდეგ სტარტაპებს მზად ექნებათ: ბიზნესგეგმა, ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, პროდუქტის პროტოტიპი ან მისი შესრულების ტექნიკური გეგმა, Pitch Deck, საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად.

სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს.

მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ აქ: https://preacceleration.com

სტარტაპ პრეაქსელერატორის მხარდამჭერები: Entreprenership Academy, თიბისის პროგრამა სტარტაპერი, ისრაელის საელჩო საქართველოში, USAID Agriculture Program, AWS Activate, DigitalOcean Hatch, აჭარა ჯგუფი.