სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი სომხეთზე თავდასხმის ახალ საბაბს ქმნის.

“აზერბაიჯანი ცდილობს, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მუდმივად დარღვევაში სომხეთი დაადანაშაულოს. ცხადია, ეს ქმნის სომხეთის წინაღმდეგ ახალი სამხედრო აგრესიის საბაბს. საჭიროა მუდმივმოქმედი საერთაშორისო მექანიზმი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასაცავად და საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – წერს ფაშინიანი ტვიტერის გვერდზე.

აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებული ყოველდღიური განცხადებების შესაბამისად, სომხეთი პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს არღვევს, რასაც ბაქო შესაბამისი ნაბიჯებით პასუხობს.

მხარეებს შორის ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი შეტაკების შემდეგ, სექტემბერში, პრაღაში ოთხმხრივი შეხვედრისას საუბარი იყო ევროკავშრის სადამკვირვებლო მისიის სომხეთში განთავსებაზე. მალევე ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ უპასუხა სომხეთის მოთხოვნას და სიტუაციის მონიტორინგისა და სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობების სტაბილიზაციის მხარდაჭერის” მიზნით ვროევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სომხეთში გაიგზავნა.

ევროკავშირის მისია, რომელიც აზერბაიჯანის საზღვართან იმუშავებს, უკვე სომხეთშია