გალში, შესაძლოა, ქართულ მხარესთან რეგულარული შეხვედრები აღდგეს

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა ინალ არძინბამ აფხაზეთში რუსეთის ელჩთან მიხაილ შურგალითან განიხილა გალში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” [IPRM] ფარგლებში რეგულარული შეხვედრების განახლების შესაძლებლობა.

აფხაზური მხარის ცნობით, რუსული და აფხაზური მხარეები დაინტერესებული არიან აღნიშნული ფორმატის განახლებაში.

PRM -ის შეხვედრები გალში 2012 წელს აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით შეწყდა და 2016 წლიდან განახლდა, თუმცა კვლავ მალევე შეწყდა.