ეროვნული ბანკი მომხმარებლებს ინტერნეტთაღლითობებზე აფრთხილებს

ბოლო პერიოდში ინტერნეტში გახშრილებული თაღლითობის შესახებ ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს.

ეროვნული ბანკის განცხადებით,  ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე მათი პირადი ინფორმაციის შევსების სანაცვლოდ, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით, გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. მათ შორის, მომხმარებლებს ამ შეთავაზებების სხვა პირებთან გავრცელებისკენ უბიძგებდნენ.

ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღვნიშნავს, რომ არანაირი მსგავსი სახის ონლაინ გათამაშების ორგანიზებას არ ახდენს.

„გასათვალისწინებელია, რომ პირადი ინფორმაციისა თუ მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში, არსებობს ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული პირების მიერ სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი.

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური თუ პირადი მონაცემების მითითებისას, პირველ ყოვლისა, გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

ეროვნული ბანკი მომხმარებლებს დამატებით მოუწოდებს, დაიცვან შემდეგი წესები: