საქართველოში ახალი ავიაკომპანია იფრენს

თბილისის მიმართულებით მოლდოვური კომპანია Air Moldova იფრენს.

კომპანიამ უკვე განახორციელა პირველი რეისი. კიშინიოვი-თბილისის რეისით, რომელიც ავიაკომპანიამ დღეს შეასრულა, 140 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო, თბილისიდან კიშინიოვში 133 გაფრიდა.

ფრენები ყოველ ორშაბათს და პარასკევს, Airbus 319 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

ნოემბრიდან, ზამთრის სეზონზე, ავიაკომპანია ფრენების ყოველკვირეული სიხშირის ოთხამდე გაზრდას გეგმავს.