აქტივისტთა ჯგუფი აცხადებს, რომ ორშაბათიდან, 17 ოქტომბრის 09:00 საათიდან, პროტესტის ნიშნად მერიასთან შეიკრიბებიან.
„საშინელება მოხდა, ძალიან რთულია სიტყვები იპოვო. მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს.. დღეს აქ გამოვედით, რომ დავაანონსოთ: ორშაბათს, დილის 09:00 საათიდან, ვიქნებით აქ, მერიის მთავარ შესასვლელთან, რათა გავაპროტესტოთ ეს უმსგავსობა. რათა მივუთითოთ და მოვთხოვოთ მერსა და მერიის კონკრეტულ თანამშრომლებს, რომ აიღონ საკუთარ თავებზე პასუხისმგებლობა და თქვან, რომ დამნაშავეები არიან თვითონ“, – ამბობს ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტებთან.
„კახა კალაძე აუცილებლად გადადგება და აუცილებლად დაისჯება ის, ვინც დამნაშავეა,“
აქტივისტები ამბობენ, რომ აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება.