პუტინმა ალიევი და ფაშინიანი მოლაპარაკებებისთვის რუსეთში მიიწვია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დსთ-ის ქვეყნების ლიდერების სხდომაზე, რომელიც ასტანაში დღეს, 14 ოქტომბერს იმართება, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები, ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი მოლაპარაკებებისთვის რუსეთში მიიწვია.

პუტინმა მოლაპარაკებების გამართვა მხარეებს შესთავაზა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას – სოჭში, პეტერბურგსა თუ მოსკოვში.

“რუსეთი მუდამ გულწრფელად ცდილობდა ნებისმიერი კონფლიქტის, მათ შორის ყარაბაღთან  და მის გარშემო დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას”, – განაცხადა პუტინმა.

დსთ-ს წევრი ქვეყნების ლიდერები სამიტზე ასტანაში

შეხვედრაზე რუსეთის სამშვიდობო როლზე ისაუბრა ილჰამ ალიევმაც. მისი თქმით, სწორედ რუსეთის შუამავლობით შეწყდა ცეცხლი და შეტაკებები.

დსთ-ის სამიტამდე სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების უკანასკნელი შეხვედრა პრაღაში 6 ოქტომბერს გაიმართა. ოთხმხრივ შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელი.

“თანდათან ვუახლოვდებით მშვიდობას” – ალიევი ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ