უკრაინის წინააღმდეგ ომში მობილიზაციის შედეგად წაყვანილი მოსკოვის მერიის მაღალჩინოსანი, ალექსეი მარტინოვი დაიღუპა.
ინფორმაცია გაავრცელა რუსული პროპაგანდისტული მედიაჯგუფის, RT-ის ერთ-ერთმა რედაქტორმა, ნატალია ლოსევამ.
მისი განცხადებით, მარტინოვს სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა და გაწვევიდან რამდენიმე დღეში ფრონტზე გააგზავნეს.
„ლიოშა მარტინოვი. 28 წლის. მოსკოვის მთავრობაში ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი. ჩემი ახლო მეგობრების მეგობარი და კოლეგა.
მობილიზაციით გამოიძახეს 23 სექტემბერს. ყმაწვილობაში სემენოვსკის პოლკში მსახურობდა (სადაც მარშირებაში მონაწილეობდა). სამხედრო გამოცდილება ნული. ფრონტზე გაგზავნეს, პრაქტიკულად, რამდენიმე დღეში. გმირულად დაიღუპა 10 ოქტომბერს.
სამხედრო ხელმძღვანელებო, ახლა სიცრუის დრო არ არის. თქვენ არასროს არ უნდა იცრუოთ, მაგრამ ახლა ეს დანაშაულია“, — დაწერა თავის ტელეგრამ არხზე ლოსევამ.
რუსეთში უკვე ვრცელდება ცნობები მობილიზებული პირების ფრონტზე დაღუპვის შესახებ.