ახალი ამბები

გასულ ღამეს რუსეთმა დნიპროპეტროვსკის ოლქი დაბომბა

14 ოქტომბერი, 2022 •
გასულ ღამეს რუსეთმა დნიპროპეტროვსკის ოლქი დაბომბა

უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დაბომბეს დნიპროპეტროვსკის ოლქი.

უკრაინელებმა შეძლეს ჩამოეგდოთ 4 კამიკაძე დრონი დნიპროსა და ნიკოპოლის რეგიონებში. ასევე, სინელნიკოვსკის რაიონში რუსულმა მხარემ დაბომბა დასახლება მეჟევსკაია.

ნიკოპოლი მოწინააღმდეგემ დაბომბა გრადის დიტიპის საარტილერიო სისტემებითა და დრონებით.

მიროვსკის, ჩერვონოგიგოროვსკაიასა და პერვომაისკაიას დასახლებებში დაზიანდა კერძო სახლები, წყლისა და ენერგიის მიწოდების ხაზები.

დნიპროპეტროვსკის ოლქი არ შედის რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებულ რეგიონებში, თუმცა ესაზღვრება დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებს, რომლებიც რუსეთის მიერ სანახევროდაა ოკუპირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი