ყირიმის ხიდის აფეთქებაზე სომხეთში გამოძიება დაიწყო

სომხეთის ეროვნულმა უსაფრთხოების სამსახურმა ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაში თანამონაწილეობის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

როგორც რუსული მხარე აცხადებს, ტერაქტის მომზადებასა და განხორციელებაში, გარდა უკრაინისა, ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის, ბულგარეთის, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები.

რუსული მხარის ვერსიით, ტვირთი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩამალული, უკრაინულმა მხარემ ოდესიდან ბულგარეთში გააგზავნა. შემდეგ ეს ტვირთი შავი ზღვის გავლით საქართველოში აღმოჩნდა, შემდეგ სომხეთში გადაიტანეს, სადაც განბაჟდა, რის შემდეგაც ისევ საქართველოს გავლით რუსეთის ფედერაციაში აღმოჩნდა, ბოლოს კი ყირიმის ხიდზე აფეთქდა.