ახალი ამბები

EU უკრაინაზე დღევანდელ თავდასხმას „ბარბაროსულსა“ და „ლაჩრულს“ უწოდებს

10 ოქტომბერი, 2022 •
EU უკრაინაზე დღევანდელ თავდასხმას „ბარბაროსულსა“ და „ლაჩრულს“ უწოდებს

ევროკომისია გმობს უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ თავდასხმას და მას „ბარბაროსულსა და ლაჩრულს“ უწოდებს.

„ევროკავშირი ყველა შესაძლო უმკაცრესი ფორმით გმობს ამ ამაზრზენ თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა პეტერ სტანომ.

„ეს არის ბარბაროსული და ლაჩრული თავდასხმა და აჩვენებს მხოლოდ იმას, რომ რუსეთის ტაქტიკას წარმოადგენს მშვიდობიანი მოსახლეობის განურჩეველი დაბომბვა.

ეს არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა ომის დანაშაულად ითვლება“, – განაცხადა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა.

რუსეთმა დღეს, 10 ოქტომბერს, სარაკეტო იერიშები მიიტანა უკრაინული ქალაქების საცხოვრებელ უბნებზე. თავდასხმების შედეგად დაიღუპა დაახლოებით 10 ადამიანი, თუმცა რიცხვი საბოლოო არ არის და შეიძლება კიდევ გაიზარდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი