თბილისში, დიდ დიღომში, ქალი მოკლეს

7 ოქტომბრის საღამოს თბილისში, დიდ დიღომში, ქალი მოკლეს.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაულში ბრალდებული ადგილზე დააკავეს.