ახალი ამბები

პუტინმა ზაპოროჟიეს ატომური სადგური ფედერალურ საკუთრებად გამოაცხადა

5 ოქტომბერი, 2022 • 507
პუტინმა ზაპოროჟიეს ატომური სადგური ფედერალურ საკუთრებად გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც უკრაინაში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთის ფედერაციას მიაკუთვნა და ფედერალურ საკუთრებად გამოაცხადა.

რუსეთმა ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის ოკუპაცია ომის დაწყებიდან მალევე შეძლო.

ომის მიმდინარეობისას უკრაინული მხარე პერიოდულად ყურადღებას ამახვილებდა რუსული მხარის მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევისა და ატომური სადგურის ტერიტორიაზე ცეცხლის გახსნის ფაქტების შესახებ.

სადგური რუსულმა მხარემ ჯერ უკრაინული ელექტროსისტემიდან გათიშა, ახლა კი იგეგმება, რომ რუსულ სისტემას შეუერთონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი