სააპელაციომ ციხის კადრების საქმეზე ადეიშვილის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ 2012 წლის ე.წ. ციხის კადრების საქმეზე ძალაში დატოვა იუსტიციის ყოფილი მინისტრის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

ადეიშვილი და ჭაკუა დამნაშავედ არიან ცნობილი პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ორგანიზების, მოწმეზე ზემოქმედების და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზების ბრალში.

ბრალდების დეტალები – გამოძიების ვერსია

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი 2021 წლის 6 ივლისს გამოიტანა და ორივე ბრალდებულს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

ადეიშვილი უკრაინაში იმყოფება, ჭაკუა კი 2020 წელს გადასცა გერმანიის მხარემ საქართველოს. ორივე მათგანი სხვა საქმეებზეც არის გასამართლებული.