ახალი ამბები

რუსეთში მობილიზაციისას სულ მცირე 7 პირი გარდაიცვალა – მედია

4 ოქტომბერი, 2022 • 662
რუსეთში მობილიზაციისას სულ მცირე 7 პირი გარდაიცვალა – მედია

რუსეთში, ქალაქ ომსკის სამხედრო ნაწილში ნაწილობრივი მობილიზაციის დროს გამოძახებული მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაციას ავრცელებს რუსული გამოცემა The Insider, სხვა ადგილობრივ რუსულ გამოცემებზე დაყრდნობით.

მედიის ცნობით, გარდაცვლილი წარმოშობით კრასნაიარსკის მხარიდანაა.

გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც გარდაცვლილის მეუღლე აცხადებს, სხეულში ნარკოტიკის ან სასმლის კვალი არ აღმოუჩენიათ.

რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, სულ მცირე, 7 პირი გარდაიცვალა.

სხვადასხვა შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზად სახელდება გულის დაავადებები, სამუშაო ტრავმები, სუიციდი და ალკოჰოლის მოხმარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი