დმანისის სამეცნიერო და არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა კილაძე გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.
უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.