ილონ მასკი რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ოლქის ანექსიას ტვიტერზე გამოკითხვით გამოეხმაურა, სადაც წამოაყენა უკრაინის ნეიტრალიტეტის და ანექსირებულ რეგიონებში ხელახალი “არჩევნების” იდეა.
“უკრაინა-რუსეთის მშვიდობა:
- ჩატარდეს ხელახალი არჩევნები ანექსირებულ რეგიონებში გაერთიანებული ერების ზედამხედველობის ქვეშ. რუსეთმა დატოვოს [რეგიონები], თუ ხალხის ნება იქნება;
- ყირიმი ფორმალურად რუსეთის ნაწილია, როგორც 1783 წლამდე იყო (ხრუშჩოვის შეცდომამდე);
- უზრუნველყოფილი იყოს ყირიმის წყალმომარაგება.
- უკრაინა დარჩეს ნეიტრალური”, – წერს მასკი.
Ukraine-Russia Peace:
– Redo elections of annexed regions under UN supervision. Russia leaves if that is will of the people.
– Crimea formally part of Russia, as it has been since 1783 (until Khrushchev’s mistake).
– Water supply to Crimea assured.
– Ukraine remains neutral.
— Elon Musk (@elonmusk) October 3, 2022
მისი თქმით, ეს იქნება საბოლოო შედეგი, თუმცა “კითხვაა, რამდენი ადამიანი დაიღუპება მანამდე”. ამასთან, მასკის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის “შესაძლო, თუმცა ნაკლებად სავარაუდო შედეგი” ბირთვული ომი იქნება.
მის ამ პოსტს ტვიტერზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის, აღნიშნულ ტვიტს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი:
“ელონ მასკ, აი, უკეთესი სამშვიდობო გეგმა:
- უკრაინა ათავისუფლებს თავის ტერიტორიებს. მათ შორის ანექსირებულ ყირიმს;
- რუსეთი ექვემდებარება დემილიტარიზაციას და სავალდებულო დენუკლერიზაციას, რათა სხვას ვეღარ დაემუქროს;
- ომის დამნაშავეები გადიან საერთაშორისო ტრიბუნალზე”, – წერს პოდოლიაკი.
.@elonmusk there is a better peace plan.
1. ?? liberates its territories. Including the annexed Crimea.
2. ?? undergoes demilitarization and mandatory denuclearization so it can no longer threaten others.
3. War criminals go through international tribunal.
Let’s vote?
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) October 3, 2022
მოგვიანებით ილონ მასკის ამ პოსტს ტვიტერზე გამოკითხვით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც:
“რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ?
- ის, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას,
- ის, რომელიც მხარს უჭერს რუსეთს”, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.
Which @elonmusk do you like more?
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) October 3, 2022