საზ.მაუწყებლის შენობა გაიყიდა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 65.1 მილიონ ლარად გაიყიდა. ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველმა არხმა” 30 სექტემბერს გაავრცელა.

მაუწყებლის ქონება, ფასით 65 000 000 ლარი, აუქციონზე პირველ სექტემბერს, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ელექტრონული აუქციონის მეშვეობით გამოიტანეს. მასში მონაწილეობის შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდათ 30 სექტემბრის ჩათვლით, 12:00 საათამდე.

თავდაპირველად ტელეკომპანია კოსტავას 68-ში მდებარე შენობის გაყიდვას 40 მლნ აშშ დოლარად ცდილობდა. მას შემდეგ, რაც მყიდველი არ გამოჩნდა, მაუწყებელმა ქონება რამდენჯერმე გააიაფა:

ამჯერად ტელეკომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საწყისი ფასი დაახლოებით 22.5 მილიონი აშშ დოლარი იყო. აუქციონზე გამოტანილი იყო 33 209 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 23 649 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობები.

მაუწყებლის ახალი შენობა თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში უნდა განთავსდეს. მშენებლობა, რომელიც 2020 წლის დეკემბერში დაიწყო, “პირველი არხის” თანახმად,  2023 წლის დეკემბერში დასრულდება.