თბილისში მცირეწლოვანს მანქანა დაეჯახა

თბილისში მცირეწლოვან ბავშვს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა დღეს გლდანში მოხდა.

როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. არსებული ინფორმაციით, ბავშვს მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება.