საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.
ოფიციალურ უწყებებს არ განუცხადებიათ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.
ნახეთ ლუკაშენკოს ვიზიტზე აფხაზეთში გამოხმაურებათა ნაწილი:
არ ასახავს ბელარუსელი ხალხის ნებას – ტიხანოვსკაია ლუკაშენკოს ვიზიტზე
- მკაცრად ვგმობ ლუკაშენკოს „ვიზიტს“ ოკუპირებულ აფხაზეთში — ღარიბაშვილი;
- ლუკაშენკომ ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია, რასაც რეაგირება მოჰყვება — კალაძე;
- მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე ბელარუსში ახალი ელჩის დანიშვნა — ზურაბიშვილი;
- UK მხარს უჭერს საქართველოს ამ პროვოკაციის ფონზე – კლეიტონი ლუკაშენკოს ვიზიტზე;
- მარგინალიზებული „ლიდერის“ სამარცხვინო ნაბიჯი — კვირიკაშვილი ლუკაშენკოზე;