თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც

თურქეთში  5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი ავრცელებს.

ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.

თეა გოდოლაძის თქმით, მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთში საქართველოს საზღვრიდან 64 კილომეტრში იყო.

ამ დროისთვის ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამავე თემაზე

https://batumelebi.netgazeti.ge/news/283392/?fbclid=IwAR3sHLeSWPMdZoYSIMtcZSA-3MR6d5UB2lqDti4UQRy-xq0wTKxQ90DzSZQ