სად შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება 25 სექტემბერს „თბილისი მარათონის“ გამო

დედაქალაქის მერიის განცხადებით, „თბილისი მარათონთან“ დაკავშირებით, 25 სექტემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ „თბილისიმარათონი 2022“-თან დაკავშირებით, რომელიც რუსთაველის გამზირიდან დაიწყება, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე, 25 სექტემბრის 00:00-დან 11:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მოძრაობა თავისუფლების მოედანზე შეზღუდული იქნება და სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ დადიანის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩის მიმართულებით. რუსთაველის გამზირზე გადაადგილება სრულად შეიზღუდება, რის გამოც, ავტომობილების მძღოლები მოძრაობას ინაშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით შეძლებენ.

გადაადგილება შეიზღუდება ჯავახიშვილის ქუჩაზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან და თაბუკაშვილის ქუჩიდან. ასევე, გალაკტიონის ხიდზე, მარჯანიშვილის ქუჩასა და მარჯანიშვილის მოედანზე, წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; აღმაშენებლის გამზირზე გადაადგილება შეიზღუდება ბაქოს ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნის ჩათვლით. ბაქოს ქუჩაზე გადაადგილება სრულად აიკრძალება, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე კი მოძრაობა შესაძლებელი იქნება მარჯანიშვილის ქუჩის კვეთიდან.

გარდა ამისა, შეზღუდვა შეეხება ზაარბრიუკენის მოედანსა და ხიდს. გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ გოგიბერიძის ქუჩიდან ტოლსტოის ქუჩაზე და მშრალი ხიდიდან სკუდიერის ქუჩამდე, სკუდიერის ქუჩიდან კი, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.

მშრალი ხიდიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მოძრავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება მხოლოდ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, ორივე ამსვლელ პანდუსზე შეეძლებათ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე შავთელის ქუჩის კვეთიდან გორგასალის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში კი, მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა ასევე, შეეხება მეტეხის ხიდსა და კოტე აფხაზის ქუჩას. ღონისძიების ფარგლებში, სატრანსპორტო გადაადგილება ასევე, შეიზღუდება ორთაჭალის მხრიდან გორგასალის ქუჩაზე მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

კრწანისის მოედნისკენ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას პირველ ეტაპზე, აბანოს, ფირდოუსისა და
ისპაჰანლის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ, საიდანაც დაუკავშირდებიან გრიშაშვილის ქუჩას, დაუბრუნდებიან გორგასალის ქუჩას და მოძრაობას კრწანისის მოედნის მიმართულებით, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ.

„თბილისიმარათონის“ მსვლელობის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: