ოდესას ზღვიდან კამიკაძე დრონებით დაესხნენ თავს, ერთი ადამიანი დაიღუპა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პორტის ტერიტორიაზე ორმა უპილოტო თვითმფრინავმა გაანადგურა ადმინისტრაციის შენობა. სამაშველო სამსახურები ხანძარს ებრძვიან.

ერთი ირანული კამიკაძე დრონი „შაჰიდ-136“ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ზღვის თავზე ჩამოაგდეს.