ახალი ამბები

დაღესტანში მობილიზაციის დაწყებას კომისარიატთან დაპირისპირება მოჰყვა [ვიდეო]

22 სექტემბერი, 2022 • 1885
დაღესტანში მობილიზაციის დაწყებას კომისარიატთან დაპირისპირება მოჰყვა [ვიდეო]

რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას მოქალაქეთა ნაწილი დიდი სიხარულით არ შეხვედრია.

მობილიზაციის გამოცხადებას დაღესტანში სამხედრო კომისარიატის შენობის ეზოში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა კომისარსა და იქ შეკრებილ ადამიანებს შორის, რომლებიც ომში გაწვევას აპროტესტებდნენ.

ვიდეოს ავრცელებს გამოცემა Nexta-ს რედაქტორი, დათეუშ გიცანი სოციალურ ქსელში.

ვიდეოში ჩანს, რომ მოქალაქეები უკრაინაში ომს “პოლიტიკას” უწოდებენ და ეწინააღმდეგებიან შედარებას მის მე-2 მსოფლიო ომთან, სადაც სსრკ გერმანიას ებრძოდა.

კრემლმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა.

მობილიზაცია ეხება რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სწავლება და ირიცხებოდნენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში.

კრემლს მობილიზაციის გამოცხადება მას შემდეგ მოუწია, რაც უკრაინაში მნიშვნელოვანი სამხედრო დანაკარგები იწვნია, მათ შორის, დაკარგა კონტროლი ხარკოვის ოლქში ოკუპირებული ტერიტორიის დიდ ნაწილზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი