მაქსიმ გალკინი რუსეთში “უცხოელი აგენტების” სიაში შეიყვანეს

რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ ტელეწამყვანი და არტისტი მაქსიმ გალკინი “უცხოელი აგენტების” სიაში შეიყვანა.

იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ გალკინი პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და ამავდროულად უცხოეთიდან, კერძოდ კი უკრაინიდან, იღებს დაფინანსებას.

ომის დაწყებიდან მალევე გალკინმა და ალა პუგაჩოვამ რუსეთი დატოვეს. გალკინმა არაერთგზის დააფიქსირა ომის საწინააღმდეგო პოზიცია, რის გამოც კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ღიად გააკრიტიკა.

აგვისტოში პუგაჩოვა რუსეთში დაბრუნდა, ხოლო გალკინი კვლავ უცხოეთშია.