აზერბაიჯანული მხარის თანახმად, სომხეთთან სასაზღვრო შეტაკებებში დაკარგეს 50 მოსამსახურე, მათ შორის 42 ჯარისკაცი და 8 მესაზღვრე.
სომხური მხარის თანახმად, ბრძოლებს შეეწირა 49 სომეხი ჯარისკაცი, თუმცა, როგორც ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.
ამჟამად დაპირისპირების ინტენსიური ფაზა შეწყვეტილია.
მხარეებს შორის დაპირისპირება 12 სექტემბერს დაიწყო.
სომხეთის თანახმად, აზერბაიჯანმა დაბომბა მისი ტერიტორია, რის გამოც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა და რუსეთს დახმარებისთვის მიმართა, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სადავო საკითხები დიპლომატიით უნდა გადაწყვეტილიყო.