მთავრობის პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის არშეშვებას ეხმაურება ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და აცხადებს, რომ მიუღებელია ამგვარი საქციელი საჯარო უწყებისგან.
საუბარია BM.GE-ს ჟურნალისტსა და რედაქტორზე, თელარა გელანტიაზე, რომელიც დღეს არ შეუშვეს მთავრობის წევრთა პრესკონფერენციაზე.
„ქარტიის საბჭოს აცხადებს, რომ საჯარო უწყების მხრიდან მსგავსი ქმედება დაუშვებელია და ამძიმებს ჟურნალისტების მიმართ არსებულ მტრულ გარემოს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიიჩნია, რომ მედიის მიმართ არათანაბარი მიდგომა დაუშვებელი და დისკრიმინაციულია. მედიის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში შეუცვლელია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელი თანაბარ პირობებში იყოს.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ ჩააყენონ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლები და შეუქმნან სათანადო სამუშაო პირობები“ ,- ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
BM.GE-ს ჟურნალისტი და რედაქტორი, თელარა გელანტია აცხადებს, რომ მთავრობის სხდომის შემდგომ პრესკონფერენციაზე არ შეუშვეს. მიზეზად კი დაუსახელეს, რომ „ბევრ კითხვას სვამს და სხვა კოლეგებს აწუხებს“.
ვრცლად:
მთავრობის სხდომაზე “ბევრი კითხვის” დასმის გამო არ შემიშვეს – ჟურნალისტი
