დიდი დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ჩვილი კლინიკაში გარიდაცვალა. ინფორმაცია ნეტგაზეთს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადყოფოში დაუდასტურეს.
დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება 1 სექტემბერს მოხდა, რის შედეგადაც დედა-შვილი დაშავდა. აფეთქდა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება.
როგორც მეზობლები “ნეტგაზეთთან” ყვებიან, აფეთქება დილას, დაახლოებით 7:30 საათისთვის მოხდა, რის შედეგადაც ახლომდებარე სახლებში ჩაიმსხვრა ფანჯრები, ზოგან კი დაზიანდა ან სრულად მოიშალა კარებიც.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.