ტორნადოს შედეგად დაზარალდა ლითელ როქი, სადაც სახლები დაინგრა. როგორც ოფიციალური პირები იტყობინებიან,სწორედ ამავე ტერიტორიაზე გარდაიცვალა 1 ადამიანი.
შენობის ნანგრევებში საგანგებო სამსახური სავარაუდო დაშავებულებს ეძებს.
ტორნადოს განმეორებას არკანზასში დღესაც ელიან. ამის შესახებ ინფორმაციას არკანზასის მეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს.