ოზურგეთში საკრებულოს სხდომა დაპირისპირების გამო შეწყდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების გამო შეწყდა.

„გურიანიუსის“ ინფორმაციით, საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება კურორტ გომისმთაზე მიწების დარეგისტრირების საკითხს მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დათო მჟავანაძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო მოუღო კურორტის განვითარების გეგმას.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის წევრებს დაკანონებული აქვთ მიწები გომისმთაზე.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას სხდომათა დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდგომაც, სხდომა შეწყდა.

გომისმთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.