დააკავეს კაცი, რომელსაც ცოლის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად

მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქმე ეხება სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ქალის დაჭრის ფაქტს. შსს-ს ცნობით, 1995 წელს დაბადებული ქალი ქმარმა დაჭრა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.

სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.