შილდის მიმდებარედ ტყის ხანძრას ამ დრომე ებრძვიან

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, შილდის მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

კახეთში, შილდის მიმდებარედ ტყეში ხანძარს რამდენიმე დღეა ებრძვიან. მეხანძრე-მაშველების გარდა, პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 ვერტმფრენი და რამდენიმე ასეული სამხედრო თავდაცვის ძალებიდან.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.