პარლამენტი: წარმატებულ ემიგრანტებს სიგელები გადაეცათ

საქართველოს პარლამენტის განცხადებით, დღეს, 31 აგვისტოს “დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტში წარმატებული ემიგრანტებისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა”.

პარლამენტის განცხადებით, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, მედიკოსებს და იმ ადამიანებს, რომლებამც შემოწირულობა გაიღეს პანდემიის პერიოდში, გაწეული საქმიანობისთვის დეპუტატებმა სიგელები გადასცეს.

დღევანდელ მიღებაზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა არა ყველა ის ექიმი, ვინც კოვიდპანდემიის პირობებში უცხოეთიდან აქტიურობდა.

როგორც ნეტგაზეთს დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის აპარატში განუცხადეს, დღეს სიგელები იმ ადამიანებს გადასცეს, ვინც  სხვადასხვა ქვეყანაში კრიზისცენტრებში უშუალოდ იყვნენ ჩართულები და აქტიურობდნენ. მათივე თქმით, დღევანდელ ღონისძიებას ყველა არ ესწრებოდა და მათ სიგელებს შემდეგ გადასცემენ.

როგორც პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა, დღეს პარლამენტმა დიასპიროს წარმატებულ წარმომადგენელთა მხოლოდ ერთ ნაწილს უმასპინძლა, თუმცა მისი თქმით, ქართული სახელმწიფო და საქართველოს პარლამენტი ღირსეულად დააფასებს მათ ღვაწლს.

„დღეს საქართველოს პარლამენტში ვუმასპინძლეთ იმ დიასპორელებს, ძირითადად, წარმატებულ პროფესიონალ ექიმებს, რომლებიც მოღვაწეობენ ამერიკასა და ევროპაში და რომელთაც ფასდაუდებელი სამუშაო გასწიეს COVID-19-ის პერიოდში. ჩვენს თანამემულეებს, რომელთაც უკიდურესად ესაჭიროებოდათ მედიკოსების დახმარება, მათ საკუთარი ხარჯით უპატრონეს და მიაწოდეს წამლები, გაუყვეს თავშესაფარი, უზრუნველყვეს ყველანაირი სერვისებით.

მეამაყება, რომ ჩვენს დიპლომატებთან ერთადა ქართულმა დიასპორამ გამოიჩინა უპრეცედენტო დამოკიდებულება საკუთარი თანამემამულეების მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდებოდათ ამ მძიმე პერიოდში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

 

 

სიგელები გადაეცათ შემდეგ პირებს: