სასამართლომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაცვის ყოფილ უფროსს, ალექსანდრე სამხარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

სამხარაძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ პროკურატურა ითხოვდა 5 000-ლარიან გირაოს, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

პროკურატურა სამხარაძეს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა/შენახვას ედავებოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში, სამი ბრალდებით დააკავეს. გამოძიება მას ედავება პერსონალური მონაცემების ხელყოფას, უფლებამოსილების გადამეტებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას. გოგაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

Published by ზურაბ მენაღარიშვილი

ზურაბ მენაღარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2020 წლის ოქტომბრიდან. ელ-ფოსტა: zmenaghare@gmail.com

Exit mobile version