აფხაზმა მინისტრმა სოლოვიოვს აფხაზური ნაციონალური სამოსი აჩუქა

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის შესაბამისად, რუს ტელეწამყვან ვლადიმირ სოლოვიოვს მინისტრმა, ინალ არძინბამ აფხაზური ნაციონალური სამოსი – აკაბა აჩუქა.

ინალ არძინბა და სხვა აფხაზი მაღალჩინოსნები სოლოვიოვის ტელეგადაცემის ხშირი სტუმრები არიან. მათ შორის უკანასკნელი ინტერვიუ სოლოვიოვს ინალ არძიბამ გუშინ, 29 აგვისტოს ეთერში მისცა.

სოლოვიოვი, სხვა რუს სამთავრობო ჟურნალიტებთან ერთად, რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკის პროპაგანდისთვის უკრაინაში  ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქცირებულ პირთა შორის მოხვდა.

ზახაროვა, სოლოვიოვი და სხვა პროპაგანდისტები EU-ს სანქციებში მოხვდნენ – მედია