თურქეთში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 38

5 ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა თურქეთში, ბურსას პროვინციაში მომხდარი ავარიის შედეგად. თურქული მედიის ცნობით, ავტობუსი კლდიდან გადავარდა.

ავარიის შედეგად დაიღუპა მძღოლი და 4 მგზავრი.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

წინა კვირას გაზიანთეფსა და მარდინში მომხდარი ავარიების შედეგად  34 ადამიანი დაიღუპა.