უკრაინაში, ოკუპირებულ ზაპოროჟიეში ააფეთქეს რუსეთის მხარეს მებრძოლი უკრაინელი ივან შუშკო, რომელიც ერთ-ერთი დასახლების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა.
ინფორმაციას რუსულ წყაროებზე დაყრდნობით უკრაინული Ukrainskaya Pravda ავრცელებს.
იგი მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების დროს დაიჭრა, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთი ნაწილი რუსული საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლდება.
რუსული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე დროებითი ადმინისტრაციების შექმნას ცდილობს, რაც ანექსიის წინარე პროცესია.