ოკუპირებულ სევასტოპოლში აფეთქებების ხმა ესმით.
ინფორმაციას ადგილობრივებზე დაყრდნობით უკრაინული მედია, მათ შორის Ukrainskaya Pravda ავრცელებს.
ჯერჯერობით, ოფიციალურ მხარეებს არ განუცხადებიათ აფეთქებების შესახებ.
სევასტოპოლი ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარეობს.
ის მნიშვნელოვან საზღვაო ბაზას წარმოადგენს რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის.
უკრაინულმა მხარემ უკანასკნელი დღეების განმავლობაში აქტირუად დაიწყო მოწინააღმდეგის ფრონტის ხაზიდან დაშორებული პოზიციების დაბომბვა.