ახალი ამბები

ჩინური „Miniso” იაპონურად პოზიციონირებისთვის ბოდიშს იხდის

22 აგვისტო, 2022 •
ჩინური „Miniso” იაპონურად პოზიციონირებისთვის ბოდიშს იხდის

ჩინური ბრენდი „Miniso“, რომელიც მაღაზიათა ქსელს აერთიანებს და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია წარმოდგენილი, იაპონურ ბრენდად პოზიციონირებისთვის ბოდიშს იხდის.

ინფორმაციას ViceNews ავრცელებს.

Miniso-ს აქამდე არასწორად, ხშირად სწორედ იაპონურ ბრენდად მიაჩნდათ.

ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც საზოგადოებას ბოდიშს უხდიან თავდაპირველად საკუთარი თავის იაპონურ ბრენდად წარმოჩენისათვის და აცხადებენ, რომ ეს იყო კომპანიის განვითარების საწყის ეტაპზე „არასწორი მიმართულება“.

კომპანიამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პოლიტიკური მიზეზების გამო, ჩინეთში მომხმარებლებს შორის იაპონიისა და იაპონური ნაწარმის საწინააღმდეგო სენტიმენტები გაძლიერდა.

კომპანიის თანახმად, მათ „დე-იაპონიზაცია“ 2019 წლიდან დაიწყეს და საკუთარი წარმოებიდან ამოიღებენ ყველა ელემენტს, რის გამოც მომხმარებლებმა შესაძლოა იაპონურად მიიჩნიონ.

კომპანიის წინააღმდეგ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებული დავები მიმდინარეობს.

Miniso-ს საქართველოშიც აქვს მაღაზიათა ქსელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი