ახალი ამბები

უკრაინულმა მხარემ ხერსონის ხიდი დაბომბა – მედია

22 აგვისტო, 2022 •
უკრაინულმა მხარემ ხერსონის ხიდი დაბომბა – მედია

მედიის ცნობით, უკრაინულმა მხარემ ანტონოვსკის, იგივე ხერსონის ხიდი დაბომბა.

ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

უკრაინული გამოცემა Unian-ის თანახმად, თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაბომბვის შემდეგ ხიდის ერთი ნაწილი ჩამოინგრა.

თავდაპირველი ინფორმაციის თანახმად, დაბომბვის დროს ხიდზე 8-10 რუსული სატვირთო გადაადგილდებოდა, რომელთაც გადაჰქონდათ საბრძოლო მასალა.

ანტონოვსკის, იგივე ხერსონის ხიდი სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

ის ამჟამად ქალაქ ხერსონს აკავშირებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებთან და, შესაბამისად, მომარაგების ხაზებთან.

იმ შემთხვევაში, თუ უკრაინელები ხიდს ააფეთქებენ, მაშინ ქალაქ ხერსონის დასაბრუნებლად სტრატეგიულ უპირატესობას შეიძენენ, რადგან ამ შემთხვევაში ქალაქში მყოფი რუსული ნაწილები მომარაგების მნიშვნელოვანი ნაწილის გარეშე დარჩებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი