საზოგადოება

უკრაინის საზღვართან, რუსეთში, ბელგოროდში იარაღის საწყობი იწვის

18 აგვისტო, 2022 • 2340
უკრაინის საზღვართან, რუსეთში, ბელგოროდში იარაღის საწყობი იწვის

უკრაინის საზღვართან, რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, სავარაუდოდ, იარაღი საწყობი იწვის. განხორციელდა ორი სოფლის ევაკუაცია.

რუსეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, „სოფელ ტიმონოვოში იარაღის საწყობს ხანძარი გაუჩნდა“.

ჯერჯერობით გარდაცვალების ან დაშავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ბელგოროდ ხარკოვს ესაზღვრება და უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 50 კმ-ში მდებარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი