ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი აფასებს იმ ქვეყნებს, რომლებიც „ჰეგემონს არ ემორჩილებიან“.
უკრაინაში შეჭრისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის 173-ე დღის ფონზე რუსეთში იმართება სამხედრო ფორუმი „არმია – 2022“ . სწორედ ამ ფორუმზე გამოვიდა სიტყვით პუტინი და თქვა, რომ ამჟამად რუსეთს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.
„ეს არიან ქვეყნები, რომლებიც არ ემორჩილებიან ე.წ. ჰეგემონს. მათი ლიდერები ავლენენ ნამდვილ კაცურ ხასიათს და არ იდრეკენ მუხლს“, – აცხადებს იგი.
მისი თქმით, ეს სახელმწიფოები ირჩევენ სუვერენულ, დამოუკიდებელ გზას და წვლილი შეაქვთ „მრავალპოლარული სამყაროს დაცვაში“.