შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალ გუბერნატორს შეხვდა და რეგიონის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

მიხეილ შაყულაშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა, არის სამართლის დოქტორი. ის სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აგრეთვე არის ასოცირებული პროფესორი ალტე უნივერსიტეტსა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში.

მიხეილ შაყულაშვილის დანიშვნამდე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას სიმონ გულედანი ასრულებდა.