ხანძარი ეგვიპტეში – დაიღუპა 41 ადამიანი, უმრავლესობა ბავშვია

ეგვიპტეში, ქალაქ გიზაში ეკლესიაში გაჩენილ ხანძარს 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„როიტერსის“ ცნობით, დაშავდა კიდევ 45 ადამიანი.

კოპტურ ეკლესიაში და მის მიმდებარედ კვირა დილას 5,000-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.

სააგენტოს თანახმად, ხანძარმა ეკლესიის შესასვლელი ჩახერგა, რამაც ჭყლეტა გამოიწვია.

გამოცემის ცნობითვე, დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვია.