დაიღუპა ტურისტი, რომელიც თეთნულდზე ნაპრალში იყო გადავარდნილი

მწვერვალ თეთნულდზე ნაპრალში გადავარდნილი ტურისტი დაიღუპა. ამის შესახებ ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, დაღუპულის ცხედარი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში ჩამოასვენეს.

მწვერვალ თეთნულდზე 6 უცხოელი ტურისტი იყო ჩარჩენილი, რომელთაგან 2 დაშავებული ტურისტი მაშველებმა დღეს გამოიყვანეს.

დაშავებულ მთასვლელთა ინფორმაციით, მათი ჯგუფიდან 3 წევრი დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა, ხოლო ერთი-ერთი წევრი ნაპრალში იყო გადავარდნილი.