ოზრურგეთში დილის საათებში ქალი მოკლეს.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა. ამ ინფორმაციის დადასტურებას ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.