ახალი ამბები

კონსპირაციების თეორისტი ალექს ჯონსი სასამართლომ 50 მილიონით დააჯარიმა

6 აგვისტო, 2022 •
კონსპირაციების თეორისტი ალექს ჯონსი სასამართლომ 50 მილიონით დააჯარიმა

ამერიკელი რადიო წამყვანი ალექს ჯონსი, რომელიც კონსპირაციების თეორიებით არის ცნობილი სასამართლომ 49.3 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა. სარჩელი 2012 წელს კონექტიკუტის შტატის სკოლაში მომხდარ თავდასხმას უკავშირდებოდა, რომელზეც ჯონსმა განაცხადა, რომ სინამდვილეში არ მომხდარა.

რადიოწამყვანს სროლისას დაღუპული ბავშვის მშობლებმა უჩივლეს. საქმეს ტეხასის სასამართლო და ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ. თავდასხმა, რომელთან დაკავშირებითაც ჯონსი ამბობდა, რომ სიცრუეა ოცი ბავშვი და 6 მოზრდილი ემსხვერპლა.

მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ ალექს ჯონსის განცხადებები დეზინფორმაცია იყო, რითაც ემოციური ზიანი მიადგათ:

„ჩვენ გთხოვთ გაგზავნოთ ძალიან მარტივი მესიჯი – შეაჩერეთ ალექს ჯონსი“ – თქვა პროცესზე ერთ-ერთი ოჯახის ადვოკატმა და აღნიშნა, რომ დეზინფორმაციასა და სიცრუეზე მონეტიზაცია უნდა შეწყდეს.

როგორც BBC წერს, ეს პირველია ჯონსის წინააღმდეგ რეგისტრირებული სამი სარჩელიდან, რომლის ფარგლებში სენდი ჰუკის სკოლაში სროლისას დაზარალებულები და მათი ოჯახები დავობენ.

თავად ალექს ჯონსი გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია. გამოცემა აღნიშნავს, რომ ალექს ჯონსი საკუთარ პლატფორმებზე აცხადებდა, რომ თავდასხმა სენდი ჰუკის სკოლაზე რეალურად დადგმული იყო აშშ-ის მთავრობის მიერ, რათა გაემკაცრებინათ კანონმდებლობა იარაღის გარების შესახებ გარდაცვლილი ბავშვების მშობლები კი მსახიობები იყვნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი